გაკვეთილის გეგმა
ქართული ენა -3.10.2016წ.
გაკვეთილის გეგმა:
გაკვეთილის თემა
|
„ნამდვილი ადამიანი“
|
|
საგანი
|
ქართული ენა
|
|
მასწავლებელი
|
თეა სისვაძე
|
|
სწავლების საფეხური/ კლასი
|
დაწყებითი საფეხური / II-ა კლასი
|
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში არის 8 მოსწავლე;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე
კლასში არ არის.
|
|
სასწავლო მიზნები
|
წაიკითხავენ და გააანალიზებენ ტექსტს;
შექმნიან ილუსტრაციებს ტექსტის შინაარსის
მიხედვით;
|
|
მოსალოდნელი შედეგები
|
ქართ. II.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე
შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი
დამოკიდებულება.
მათ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
|
|
ჩატარების თარიღი/ დრო
|
3. 10. 2016 წელი
45 წუთი
|
|
ორგანიზების ფორმა
|
ჯგუფური
ინდივიდუალური
|
|
სასწავლო რესურსი
|
სახელმძღვანელო „ქართული ენა -
2კლასი“
აქტივობის რვეული
დაფა
ცარცი
ფურცელი
ფერადი მარკერები
ფერადი ფურცლები
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
I ფაზა - „გამოწვევა“ -5 წ.
ვსვამ შეკითხვას: -გავიხსენოთ როგორი შეიძლება
იყოს ნამდვილი ადამიანი:
(დაფაზე ვაკეთებ კავშირების რუკას, ჯგუფები
რიგ-რიგობით ასახელებენ სიტყვებს, თითო ჯგუფი თითო სიტყვა, რომელთა ჩანაწერს
ვაკეთებ დაფაზე)
II ფაზა -„ შინაარსის რეალიზება“ 37 წ.
აქტივობა 1. დიდაქტიკური თამაში „გაბმულხარ, ჩიტო
მახეში.““ (10 წ.)
(ჯგუფები ერთმანეთს ეჯიბრებიან კითხვაში.
კითხულობს პირველი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, დაშვებულ შეცდომას ასწორებენ სხვა
ჯგუფის წევრები და გრძელდება ასე მიმდევრობით)
აქტივობა 2. „კითხვებზე პასუხი“ (5 წ)
(მოსწავლეები უპასუხებენ მასწავლებლის მიერ
დასმულ შეკითხვებს გაკვეთილის ირგვლივ. კითხვები მოიცავს როგორც დაბალი, ასევე
მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.)
აქტივობა 3. ილუსტრაციების შექმნა (15 წთ)
(ჯგუფებს დავურიგებ ფურცლებს, რომელზეც დაკრულია
ფერადი სტიკერებს წარწერით, წარწერა გულისხმობს ილუსტრაციის თემას,
მოსწავლეებმა აღნიშნული მითითების მიხედვით უნდა მოიფიქრონ დახატონ შესაბამისი
სურათი)
აქტივობა 4. სურათების წარდგენა (5 წ)
(თითოეული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი კითხულობს
ტექსტიდან შესაბამის ადგილს, ხოლო მეორე წევრი წარადგენს მათ მიერ შექმნილ
ილუსტრაციას)
III ფაზა - „რეფლექსია“ 3წთ
(მოსწავლეები გააკეთებენ შეჯამებას. გაიხსენებენ
რაზე იმუშავეს, რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად, შეავსებენ ასოციაციური
კავშირების რუკას.)
|
No comments:
Post a Comment